Wednesday, February 4, 2009

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი




თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი (შემდგომში ”კოდექსი”) მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პროგრამის მომზადებისა და გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს.

მუხლი 2. სამართლებრივი საფუძვლები
1. ამ კოდექსის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, მაუწყებლობის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებები, მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტები.
2. მაუწყებლობის პრინციპები განსაზღვრავს მაუწყებლის პროფესიულ სტანდარტებს თავისუფალ, პლურალისტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში და სავალდებულოა შესასრულებლად.
3. წესები განსაზღვრავს კოდექსის მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იქნას მაუწყებლის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.
4. სახელმძღვანელო რეკომენდაციები არის არასავალდებულო ხასიათის მეთოდური მითითებები (ხერხები და საშუალებები), რომელთა გამოყენებით მაუწყებელს შეუძლია დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი პრინციპები და წესები. ჟურნალისტების, რედაქციებისა და მაუწყებლების დახმარება სამაუწყებლო საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ეთიკური საკითხების გადაწყვეტაში, საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით. ეს რეკომენდაციები ეხმარება მაუწყებლებს, საქართველოში ყველა ლიცენზირებული მაუწყებლის მომსახურების წესების, პირობების, ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების განსაზღვრასა და გაუმჯობესებაში; სახელმძღვანელო რეკომენდაციები ასევე ეხმარება ჟურნალისტებს, რედაქტორებს და მაუწყებელს სამაუწყებლო საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ეთიკური საკითხების გადაწყვეტაში, საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
5. კოდექსის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად ისე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად ხელშეუხებელი იყოს.
მუხლი 3. კოდექსის პრინციპები
1. კოდექსი ეყრდნობა შემდეგ სამაუწყებლო პრინციპებს
ა) მიუკერძოებელობა და ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფა , სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტთა პროფესიული თავისუფლება, სარედაქციო დამოუკიდებლობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება, საინფორმაციო და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ბ) სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება განურჩევლად მათი პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა.
გ) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის უზრუნველყოფა, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა საზოგადოებრივ ინტერესსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს შორის ბალანსის დაცვის საფუძველზე.
დ) თვითრეგულირების ფარგლებში საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების განსაზღვრა.
2. კოდექსის გამოყენებისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს გამოქყვეყნებული მასალის კონტექსტი და მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები:
ა) მოსალოდნელი ზიანისა და შეურაცხყოფის მიყენების ხარისხი, რომელიც შესაძლებელია მოახდინოს პროგრამაში გარკვეული შინაარსის მასალის გამოყენებამ.
ბ) სავარაუდო აუდიტორიის სიდიდე და შემადგენლობა.
გ) სავარაუდო აუდიტორიის მოლოდინი კონკრეტული პროგრამის მიმართ, პროგრამის შესახებ აუდიტორიის ინფორმირების შესაძლებლობა და სავარაუდო აუდიტორიაზე პროგრამის შესაძლო ზემოქმედება.
დ) პროგრამის შინაარსობრივ ნაწილზე სარედაქციო დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის შენარჩუნების მნიშვნელობა.
3. კოდექსის ნორმები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება მაუწყებელის მიერ ვებგვერდზე განთავსებულ მასალებზეც.

მუხლი 4. კოდექსის მიზანი
1. კოდექსის მიზანია, ყველა სახის მაუწყებელი განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებელი თანაბარი პასუხისმგებლობით მოეკიდოს პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ზნეობისა და ადამიანური ღირებულებების დასაცავად, საზოგადოებრივი თანხმობისა და ტოლერანტობის განსამტკიცებლად.
2. იმ შემთხვევაში თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ კოდექსით განსაზღვრულ წესებს, იგი ვალდებულია აღნიშნული ქმედება დაასაბუთოს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესით, გონივრული საფუძვლებით და მოახდინოს სარედაქციო პროცესის ნათლად და მკაფიოდ დემონსტრირებას კოდექსის პრინციპების შესაბამისად.

მუხლი 5. ტერმინთა განმარტება
ამ კოდექსის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანტისოციალური ქცევა - საზოგადოებაში მიღებული სოციალური ნორმების საწინააღნდეგო ქცევა.

ბ) ახლო ხედი - ადამიანის (პერსონაჟის) სრული გამოსახულება ანტურაჟის გარეშე ან სხეულის ცალკეული ნაწილის გამოსახულება;

გ) ბრენდი - სავაჭრო ნიშანი გამოსახურლი ან დაბეჭდილი ყუთზე, კოლოფსა და პაკეტებზე. საქონლის, პროდუქტის განსაკუთრებული სახეობა ამ ნიშნით.

დ) ბრენდინგი - პროდუქტისადმი ხანგრძლივი უპირატესობის მინიჭების შემქმნელი აქტივობა, რომელიც ეფუძნება მარკეტინგული კომუნიკაციის ყველა სახის (უწინარესად პიარი და რეკლამა) და სხვა ელემენტების (შეფუთვა და სამარკო ნიშანი) მომხმარებლის ცნობიერებაზე ერთობლივ ზემოქმედებას.

ე) გამართლებული ქმედება – საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ამ კოდექსით დადგენილი წესების შეუსრულებლობის ისეთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც დაცული სიკეთე აღემატება ზიანს და მაუწყებელს შეუძლია მოთხოვნის შეუსრულებლობის რედაქციულად დასაბუთება.

ვ) დაინტერესებული მხარე - ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში.

ზ) დორსტეპინგი - ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. დორსტეპინგის წესები არ გამოიყენება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე.

თ) ეგზორციზმი - ფსიქიკური დარღვევების მკურნალობაში შელოცვის მეთოდების გამოყენება ავადმყოფის სხეულში თითქოსდა ჩასახლებული ეშმაკის განდევნის მიზნით, რომელმაც ავადმყოფში შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა.

ი) კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინი – პირის მოლოდინი, რომ მას მოეპყრობიან აღიარებული და დამკვიდრებული პრაქტიკის ან წესების შესაბამისად. კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინი არ არის დამოკიდებული პიროვნების საზოგადოებრივ სტატუსზე. კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის მოლოდინი პიროვნებას შეიძლება აგრეთვე ქონდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე. საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში შემავალი პირები ინარჩუნებენ კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, თუმცა ზოგიერთმა კერძო ქმედებამ შესაძლოა წამოჭრას საკითხები, რომლებიც ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება.

კ) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

ლ) კონტექსტი - ისეთი ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა პროგრამის ან პროგრამათა ციკლის შინაარსი; პროგრამის ან პროგრამათა ციკლის მეტ-ნაკლებად დასრულებული ნაწყვეტი, რომლის საერთო აზრი იძლევა საშუალებას, დაზუსტდეს ან/და დასრულდეს მასში შემავალი ცალკეული სიტყვების, გამოთქმების, მოვლენების და ა.შ. მნიშვნელობა.

მ) მშობელი - მშობელი ან არასრულწლოვნის დედა, მამა, დედობილი, მამობილი, ან ოჯახის წევრი სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

ნ) ოკულტიზმი - მისტიკური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ბუნებაში არსებობენ იდუმალი, ზებუნებრივი ძალები, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა მაგიური მოქმედებით, ჯადოსნობით და მსგავსი საშუალებებით.

ო) ოჯახური ძალადობა - განმეორებადი და ხშირი ციკლი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური შეურაცყოფისა, რომელსაც ოჯახის ერთი წევრი ახორციელებს მეორეზე, მასზე კონტროლისა და ძალაუფლების მოპოვების მიზნით, რეალური ქმედება ან მუქარა კონკრეტული პიროვნების მხრიდან, რომელიც პარტნიორთან სქესობრივ ან სხვა ურთიერთობაში იმყოფება.

პ) პარანორმალური მოვლენა - მოვლენა, რომელიც მეცნიერულად არ დასტურდება ანუ აქამდე მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნით არ აიხსნება.

ჟ) პროგრამასთან დაკავშირებული მასალა - მესამე პირებისაგან მიღებული მასალა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პროგრამის თემას და ეხმარება მაყურებელს ან მსმენელს გაიგოს პროგრამის არსი და შინაარსი.

რ) პროდუქციის განთავსება - პროდუქციის ან მომსახურების პროგრამაში აუდიოვიზუალური ასახვა პროგრამის შემქმნელის ან მაუწყებლისთვის (ან მათი წარმომადგენლის ან პარტნიორისთვის) გარკვეული საზღაურის გადახდის ან სხვა სარგებლის შეთავაზების სანაცვლოდ.

ს) ჟურნალისტური გამოძიება - ინსტიტუტებისა და საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტის ან ქმედების დეტალური კვლევა და შესწავლა.

ტ) საბავშვო დრო - დროის ისეთი მონაკვეთი, როდესაც არსებობს დიდი ალბათობა, რომ არასრულწლოვანები ოჯახის წევრ ზრდასრული წევრებისაგან დამოუკიდებლად უსმენენ ან უყურებენ ტელე-რადიოსამაუწყებლო პროგრამებს.

უ) საზოგადოებრივი ინტერესი - მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტისა ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.

ფ) სექსუალური კონტექსტი - სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების, თვითდაკმაყოფილების ან სხვათააღგზნების მიზნით შიშველი სხეულის დემონსტრირება.
ქ) სექსუალური სცენა - კადრი, რომელშიც ნაჩვენებია პერსონაჟთა ფიზიკური კონტაქტი სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების მიზნით ან/და პერსონაჟი სხვა პირთან კონტაქტის გარეშე, სექსუალური თვითდაკმაყოფილების ან/და მოქმედი სხვა პირთა სექსუალური აღგზნების მიზნით, რა დროსაც არ ჩანს შიშველი სხეული.

ღ) სქესობრივი აქტი - შეუღლების, შეერთების ან სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული ჰეტეროსექსუალური, ჰომოსექსუალური ან სხვაგვარი პერსონაჟთა ფიზიკური კონტაქტი, რა დროსაც ჩანს შიშველი სხეული, ან/და პერსონაჟის შიშველი სხეული სხვა პირთან კონტაქტის გარეშე, სექსუალური თვითდაკმაყოფილების ან/და სხვა პირთა სექსუალური აღგზნების პროცესში;
ყ) სპონსირებული პროგრამა – რეკლამის დამკვეთის მიერ დაფინანსებული პროგრამა, ასევე პროგრამა, რომლის მომზადების ხარჯებს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს სპონსორი, რომელსაც სურს საფირმო/სასაქონლო ნიშნის, სახელწოდების, იმიჯის, საქმიანობის, მომსახურების, პროდუქციის პოპულარიზაცია ან გააჩნია სხვა სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი ინტერესი.

შ) ფარული ჩაწერა - ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით საუბრის ჩაწერა ან ჩაწერის გაგრძელება ინფორმირებული თანხმობის გარეშე, როდესაც ჩაწერის ობიექტმა არ იცის, რომ იწერენ ან როცა ობიექტი ვარაუდობს, რომ ჩაწერა დამთავრდა; ფარული მეთოდებით მასალის გადაღებად ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეო კამერის გამოყენება ან დატოვება კერძო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპოდენტის ინფორმირებული თანხმობის გარეშე.

ჩ) შიშველი სხეული – ადამიანის სხეული, რომელზეც ჩანს სასქესო ორგანოები ან/და ქალის მკერდი სექსუალურ კონტექსტში;

ც) შესაფერისი განრიგი – სამაუწყებლო ბადის ისეთი გეგმა, რომლის დროსაც გათვალისწინებულია პროგრამის შინაარსი; სავარაუდო აუდიტორიაში არასრულწლოვანთა რაოდენობა და ასაკი (სასკოლო საათების, უქმე დღეებისა და არდადეგების მხედველობაში მიღებით); კონკრეტული მაუწყებლის ან პროგრამის ხასიათი; კონკრეტულ დღესა და საათზე კონკრეტული მაუწყებლის მიერ გადაცემული პროგრამისადმი აუდიტორიის სავარაუდო მოლოდინი.

ძ) შორი ხედი - ადამიანის (პერსონაჟის) სრული გამოსახულება ანტურაჟთან ერთად, როდესაც გარემოს წამყვანი ადგილი უკავია;

წ) წყალგამყოფი – საეთერო ტელერადიოსამაუწყებლო ბადეში დროის გამყოფი ზღვარი, რომელიც იწყება 06.00 საათზე და სრულდება 20.00 საათზე და რომელიც გასუფთავებულია არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამებისაგან; არასრულწლოვნებისათვის მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამებისა და პროგრამებში მასალების განთავსება 20.00 საათიდან 24.00 საათამდე შეზღუდულია ამ კოდექსით დადგენილი დროითი ფარგლებით.
INTERVIU
რესპოდენტად ავირჩიე მედია სამართლის ლექტორი, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი და დირექტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე.თეას რესპოდენტობა განაპირობა მისმა მოღვაწეობამ მედია სივრცეში სამართლის კუთხით, რომელიც ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა.ინტერვიუზე თეა სიამოვნებით დამთანხმდა. ჩვენი საუბარი შედგა თავისუფლების ინსტიტუტის შენობაში, ფინჯანი ყავის თანხლებით. ინტერვიუს დროს თეა იყო გულწრფელი, ჩვენი საუბარი სასიამოვნოდ წარიმართა.თეას ძალიან მოეწონა თHE MANAGEMENთ DOძEN-ი დაინტერესდა და მიხვდა რომ იგი არის Dრივე-Eხპრესსივე Mანაგერ.ეხლა კი ვნახოთ რამდენად აკმაყოფილებს იგი იმ 13 ოქროს თვისებას, რაც ასეოდენ მნიშვნელოვანია.
კითხვა #
გქონიათ თუ არა ცხოვრებაში კონკრეტული მიზნები რისთვისაც მიგიღწევიათ?
K კონკრეტული მიზნები ბევრი მქონია. თავისუფლად შეიძლება ითქვას დამისახავს მიზანი და მიმიღწევია.”კმარა” ეს იყო კარგად გათვლილი მიზანი. მიზანი, რომელიც ბევრისთვის არარეალისტურად სჩანდა მაგრამ ასრულდა, ვინაიდან ჩვენ ზუსტად ვიცოდით რა გვინდოდა ანუ მიზანი იყო ძალაინ კონკრეტული. როდესაც მიზანს აღწევ ჩნდება ახალი მიზანი. ჩემს შემთხვევაში ეს იყო ხელისუფლების შეცვლა და შემდგომი მიზანი გაჩნდა ახალი ხელისუფლებისთვის ხელშეწყობა იმისათვის, რომ არ დაეშვათ იგივე შეცდომები რასაც მათი წინამორბედნი უშვებდნენ.
ძალიან მომწონს გამოთქმა “ქვას წვეთი ხვრიტავს არა ერთი და ორი წვეთით არამედ ინტენსიობით” გამომდინარე აქედან ადამიანმა მუდმივად უნდა იბრძოლო არ უნდა დაყარო ფარხმალი გზაში.Aარამედ რამდენჯერაც წაიქცევი უნდა წამოდგე და გზა განაგრძო.
არის თუ არა თქვენი თვისება თანამშრომლების შექება?
ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლისათვის როდესაც შენ მას შეაქებ, ეს აძლევს მას დიდ სტიმულს იმისას, რომ უკეთ იმუშაოს. არ მიყვარს თანამშრომლისთვის შენიშვნის მიცემა მისი კოლეგების თანდასწრებით, ყოველთვის ვცდილობ გავესაუბრო მას ცალკე თავდაპირველად ავღნიშნო თუ რას აკეთებს ის ყველაზე კარგად და შემდგომ მივუთითო თუ რა არის გამოსასწორებელი.
ხართ თუ არა გულახდილი?
ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო გულახდილი. ამ შემთხვევაში მე ვარ სუბიექტური. სჯობს ეს კითხვა ჩემს მეგობრებს დაუსვათ რათა ობიექტური პასუხი მივიღოთ.
არის თუ არა თქვენი თვისება თავის მიძღვნა რამისადმი?
პრინციპში ეს თვისება ჩემში დევს. როდესაც რამეს ვიწყებ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ საქმეს ბოლომდე მივიყვან. მთავარია აკეთებდე იმას რაც შენთვის საინტერესოა.
შეგწევთ თუ არა უნარი შექმნათ რაიმე ახალი და გამოუვალი სიტუაციიდან მოძებნოთ რაიმე არნახული გამოსავალი?
ჩემი სამსახურიც სწორედ ეგ არის, მე მუდმივად მიხდება ვიყო ინიციატორი და მხარდამჭერი იმ პროექტებისა და რეფორმებისა რაც დღეს ტარდება საქართველოში. Mმომწონს როდესაც მიხდება ახალი სტანდარტების შემოღება და ახალი ინიციატივების გატარება. რაც შეეხება გამოსავალს უნდა გჯეროდეს რომ გამოსავალს აუცილებლად იპოვნი.
6. იცნობთ თუ არა საკუთარ თავს?
კი ვიცნობ. ვიცი რომ ჩემში ორი თეაა. ერთი რომელსაც იცნობს ფართო საზოგადოება და მეორე რომელსაც იცნობს ძალიან ვიწრო წრე.
7. იცნობთ თუ არა სხვის საჭიროებებს?
ყოველთვის ვცდილობ ვიცოდე თუ რა სჭირდებათ ჩემს თანამშრომლებს იმისათვის რომ უკეთ შეასრულონ თავიანთი სამუშაო. თუ არ ფლობ ინფორმაციას იმაზე თუ რას საჭიროებენ შენი თანამშრომლები არასოდეს უნდა გქონდეს იმედი საქმის ეფექტურად შესრულებისა.

8. იცოდე ფაქტები / მაგრამ იმოქმედე მოგწონთ თუ არა მოქმედება?
Mმოქმედება ეს ჩემი ცხოვრების სტილია.
მოგწონთ თუ არა სურპრიზები?
სურპრიზები ადამიანის ცხოვრებაში ჩვეულებრივი რამაა. გააჩნია როგორ იღებ და როგორი მიდგომა გაქვს მათდამი. ჩემთვის მაგალითად პრობლემას არ წარმოადგენს თუ ერთ დღესაც სამსახურში მისულს განმიცხადებენ რომ მე იქ აღარ ვიმუშავებ. ვინაიდან ვთვლი რომ თუ ადამიანი პროფესიონალი ხარ შენი საქმის, შენ სამსახურს ყოველთვის იშოვი. ეს შენი უფროსის პრობლემაა ვიდრე შენი, ვინაიდან შენი პროფესიონალიზმი ვერ დააფასა.

10. აღიარებთ თუ არა როდესაც თქვენი თანამშრომელი რაღაცას მიაღწევს?
Aაუცილებლად ვაღიარებ და შეძლებისდაგვარად წავახალისებ კიდეც. ჩემი თვისებაა გადავამოწმო ის თუ როგორ გაიგო ჩემს მიერ დავალებული ინფორმაცია თანამშრომელმა რათა ზუსტად მივიღო ის შედეგი რასაც მისგან ველი.
უშვებთ თუ არა თქვენს ცხოვრებაში როგორც წარმატებას ასევე წარუმატებლობას?
წარმატება და წარუმატებლობა ერთმანეთის თანმდევია. ვერასოდეს იქნები ყველაფერში წარმატებული. უნდა შეგეძლოს წარუმატებლობის აღიარება.
ეთანხმებით თუ არა აზრს, რომ პასუხისმგებლობა და ნდობა არიან პარტნიორები.
პასუხისმგებლობას მოსდევს ნდობა. თუ პასუხისმგებლობით არ ეკიდები საქმეს მაშინ ნდობასაც არ იმსახურებ და თუ პასუხისმგებლობის გრძნობა გაგაჩნია ესეიგი ნდობასაც იმსახურებ.
იხდით თუ არა მხოლოდ იმაში რაც გინდათ?
ვყიდულობ მხოლოდ იმ ნივთებს რაც მჭირდება. Fფული არ მენანება ხალხის დასახმარებლად, რომლებსაც მართლა უჭირთ. ყოველთვის ვეხმარები მოხუცებს და ბავშვებს. არ მომწონს როდესაც ახალგაზრდებს გაწვდილი აქვთ ხელი სამათხოვროდ. ვთვლი რომ როცა ახალგაზრდა ხარ თავისუფლად შეიძლება მარტივი შრომით გამოიმუშაო ფული.